გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი. გამოფენაში ქართულმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა , რომლებმაც სტუმრებს ქართული აგრო პროდუქტი გააცნეს. გამოფენაში მონაწილეობას 73 ქვეყნიდან, 3 000-მდე კომპანია იღებდა.