თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის მთავარი თემაა - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება რამდენიმე საკითხი, მათ შორისაა: ჯანსაღი ქალაქის კონცეფცია, განახლებადი ენერგიის მოხმარება, კატასტროფების რისკების შემცირება, უძრავი ქონების ბაზარი, თანამედროვე ტექნოლოგიები, დემოგრაფია, მიგრაცია, და სიღარიბე. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმს ესწრებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.