უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინას გასულ ღამეს „შაჰიდის“ ტიპის 18 დრონით და „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, უკრაინელებმა 17 დრონი გაანადგურეს. მათივე ინფორმაციით, დრონები ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს. საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მხარეც. ბელგოროდის გუბერნატორის ინფორმაციით, გასულ ღამეს ოლქის ნავთობის საცავზე დრონით თავდასხმა მოხდა. გუბერნატორის განცხადებით, ხანძარი ლიკვიდირებულია, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.