მოსლაოდნელი სანქციები და სავიზო შეზღუდვები - ამერიკის სახლემწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით მორიგი განცხადება გააჟღერა, სადაც ის აცხადებს რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა პოტენციურ სანქციებს მოიაზრებს. მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით უცვლელი პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. მათი თქმით აშშ-ის მხრიდან მუქარის ტონი მიუღებელია და მთავარი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაა. განსხვავებული მოსაზღება აქვთ ოპოზიციაში. ისინი უახლოეს მომავალში მმართველი გუნდის მისამართით კონკრეტულ სანქციებს ელოდებიან.