"ევროპული საბჭო საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტს განიხილავს" - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, არაერთი გაფრთხილებს მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა კანონი მაინც მიიღო, ამას კი ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები მოყვება. სხვადასხვა მექანიზმთან ერთად საუბარია ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შესაძლო გადახედვაზეც. ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არ ელოდებიან მმართველ გუნდში.