არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციური პარტიები ისევ გადაჯგუფების ეტაპზე არიან. მათი ნაწილი გაერთიანების და რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის არსებობის აუცილებლობაზე თანხმდება , ამბობენ რომ ხელისუფლების დამარცხების გზა სწორედ გაერთიანებაზე გადის. სუფთა წარსული და ,,ქართული ოცნების" დამარცხების ამბიცია სწორედ ეს არის ის კრიტერიუმი რომლითაც პარტია ლელო სხვა პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას განიხილავს. რომელი პოლიტიკური პარტიების ერთობას ვიხილავთ არჩევნებისთვის და რა პროგნოზები აქვთ ხელისუფლებაში თემის დეტალებით ცარო კირვალიძე შემოგვიერთდება.