სომხეთში, ერევანთან ახლოს, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედია საშუალებები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დაშავებულებისგან ორი რეანიმაციაში იმყოფება, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. აფეთქება ერევან-სევანის გზის მე-2 კმ-ის მონაკვეთზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა, რის შედეგადაც ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაციაში 30-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი იყო ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი თხევადი აირის ბალონის აფეთქება იყო.