აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პირველი ტალღა - სავიზო შეზღუდვები “ქართული ოცნების” წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს შეეხებათ. შეზღუდვები მათი ოჯახის წევრებზეც გავრცელდება. საუბარია დაახლოებით 30 ადამიანზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შემობრუნებისთვის დრო ჯერ კიდევ დარჩა და აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. მეთიუ მილერმა განმარტა, რომ აშშ-ის ქმედებები ეხება არამხოლოდ სანქციებს, არამედ ამერიკული მხარე მზადაა, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები სრულად გადახედოს. აშშ-ის სანქციებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ის ქმედებას მორიგ შეცდომად მიიჩნევენ, ოპონენტები კი ოფიციალურ ვაშინგტონს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. კონკრეტულად რას მოიცავს სანქციების პირველი ტალღა და რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები საქართველოში.