გაერთიანდებიან თუ არა წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიები. პოლიტიკური აქტორები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ გარკვეული მოლაპარაკებები პოლიტიკურ მხარეებთან უკვე დაწყებული აქვთ. ოპოზიციის დიდი ნაწილი თანხმდება, რომ „ქართული ოცნების" დამარცხება დიდ გაერთიანებას შეუძლია. „ქართული ოცნების“ დამარცხების იდეას პარტია "გახარია-საქართველოსთვის" გუნდიც იზიარებს, თუმცა ისინი ოპოზიციასთან რაიმე სახის გაერიანებას კატეგორიულად გამორიცხავენ. როგორც პარტიაში განმარტავენ, მოქმედ ხელისუფლებას ინდივიდუალურად დაასუსტებენ.