გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. ამ მიზნით ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. აღნიშნული შეხვედრების ციკლი „ღია კარის დღის“ ღონისძიებით ლიცეუმში დასრულდა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მათ საშუალება ჰქონდა ენახათ საცხოვრებელი ოთახები, კლას-კაბინეტები, დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრი, სპორტული დარბაზი, რობოტექნიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიების მიერ წარმოდგენილი ექსპერიმენტები.