რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, იულია ტიმოშენკო ძებნილთა სიაში შეიყვანა, თუმცა კონკრეტულად რა მიზნის გამო გამოცხადდა ის ძებნილად არ კონკრეტდება. რუსეთმა ტიმოშენკოზე ძებნა, პირველად, 2004 წელს, "მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის მიცემის" ბრალდებით, გამოაცხადა. 2005 წელს საქმე, სავარაუდოდ, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დაიხურა. რუსეთმა სხვადასხვა დროს, ძებნილთა სიაში ასევე შეიყვანა: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მისი წინამორბედი პეტრო პოროშენკო, უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ოლექსიი დანილოვი, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი და სხვები.