თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები ირაკლი კობახიძეს შეძახილებით ხვდებიან. უნივერსიტეტთან აქცია დილის 9 საათიდან დაიწყო. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათი შეკრების მიზანია, პრემიერ-მინისტრისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა. როგორც ცნობილია, ქვეყნის პრემიერმა თსუ-ის მეორე კორპუსის ტერიტორია უკვე დატოვა.