ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დღეს კიდევ სამ ქვეყანაში - ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში გაიხსნა. ლატვიაში ევროკავშირის ცხრა დეპუტატს აირჩევენ. ევროპარლამენტში ადგილებისთვის 16 პარტია და პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის. რაც შეეხება მალტას, ამომრჩევლები ექვს კანდიდატს ირჩევენ. არჩევნებია სლოვაკეთშიც, სადაც ევროპარლამენტის 15 დეპუტატს აირჩევენ. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. რობერტ ფიცომ ხმა საავადმყოფოდან მისცა. დღის მეორე ნახევარში ხმის მიცემა იტალიაშიც დაიწყება. 7 ივნისს ევროპარლამენტის არჩევნები ჩეხეთსა და ირლანდიაში ჩატარდა. ჩეხეთში ხმის მიცემა დღესაც გაგრძელდება. ევროკავშირის მოქალაქეები 720 პარლამენტარს ირჩევენ, რომლებიც წევრ სახელმწიფოს ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად წარმოადგენენ.