ევროკავშირის მხარდაჭერილი ახალი პროექტის "REDI: სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით" პრეზენტაცია, ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა. ღონისძიების მიზანს, პროექტისა და მისი საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი სარგებლის დაინტერესებული მხარეებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცნობა წარმოადგენდა. „ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ციფრულ გამოფენასა და შემეცნებით აქტივობებს. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნა „დაბალანსებული ტერიტორიული განვითარების" ინიციატივის ფარგლებში, „ევროპის გუნდის" 2023 წლის ივნისში დაწყებული მიდგომა. აღნიშნული ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია REDI, რომელიც, ორი ევროკავშირის წევრი ქვეყნის - პოლონეთისა და ესტონეთის მიერ ხორციელდება.