ვარძიის სამონასტრო კომპლექსში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა - Palitra News

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2024-06-10 09:24:55+04:00

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში თსუ-ის სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, იენის უნივერსიტეტის, ოქსფორდის, ინსბრუკის, ედინბურგის, მასარიკის, ჩიკაგოს, ჰალესა და ბოხუმის უნივერსიტეტების, ასევე გერმანიის სამთო მუზეუმის ახალგაზრდა არქეოლოგები და მეცნიერები მონაწილეობდნენ. ვარძიის კონფერენციამ საფუძველი დაუდო არაერთ საერთაშორისო არქეოლოგიურ პროექტს. როგორც თსუ-ში აცხადებენ, კონფერენციის ყოველწლიური ხასიათი მისი ცნობადობის გაზრდის საწინდარია.