საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და თვის ბოლოს მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ახალი არჩევნები დანიშნა. მაკრონმა ამის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მისი პოლიტიკური გაერთიანება ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ დაამარცხა. მანვე აღნიშნა, რომ ეს შედეგი მისი მთავრობისთვის კატასტროფას წარმოადგენს. მაკრონის გადაწყვეტილებით, ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.