დღეს პარლამენტის ბიუროს ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული“ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომელიც 19-ი კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადი კანონოპროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ სახელწოდებით არის ცნობილი, დანარჩენი 18-ი კი, მისგან გამომდინარე პროექტებია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენთა ნაწილის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.