რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში ოკუპანტებმა უკრაინაზე 94 საჰაერო იერიში მიიტანეს. რუსულმა ძალებმა თავდასხმისათვის 33 კამიკაძე დრონი გამოიყენეს, მათი უმეტესობა უკრაინულმა თავდაცვამ გაანადგურა. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზეა. გენშტაბის ცნობით, ფრონტის ხაზზე ჯამში 95 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამასთან დიდია მტრის დანაკარგებიც. უკრაინული თავდაცვა მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის განთავსების ადგილებზე შეტევებს წარმატებით განაგრზობს.