რუსეთმა სომხეთს უკრაინაში სომხეთის ელჩის ვლადიმერ კარაპეტიანის და ერევნის ნორ-ნორკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიგრან ტერ-მარგარიანის ბუჩას ოლქში ვიზიტის გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ამ ქმედებას მოსკოვი არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს. ცნობისთვის, 2 ივნისს კარაპეტიანი და ტერ-მარგარიანი ბუჩას ეწვივნენ. მათ ნორ-ნორკისა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უკრაინულ მხარეს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს. ბუჩაში ვიზიტის დროს ტერ-მარგარიანმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.