პარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი უკვე წარედგინა. აღსანიშნავია ისიც რომ აღნიშნული კანონპროექტი განსახილველად რამდენიმე კომიტეტსაც გადაეცა. უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში.ოპოზიციის ნაწილის თქმით აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ ანტიდასავლური რიტორიკის გაღრმავებას.