დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტის, გურამ ადამიას პროცესი გაიმართა. ადამიას სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ის დაკავების შემდეგ კლინიკაშიც გადაიყვანეს. საქმეში ის დაზარალებულადაა ცნობილი. სასამართლოზე მოწმეებად მისულ პოლიციელებმა განაცხადეს რომ არ ახსოვდათ ადამიას დაკავების დროს რა ფერის ზედა ეცვა. პროცესს დაკავებული ადამიაც ესწრებოდა.