ლიეტუვაში ევროპარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. ხმების დათვლის შედეგად, „სამშობლოს კავშირი – ქრისტიან-დემოკრატებმა 20,92% და სამი მანდატი მიიღეს. ბრიუსელში მუშაობას გააგრძელებენ ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნიავიჩინე და სეიმის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი პაულიუს საუდარგასიც. მეორე ადგილზე ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტიაა. მემარცხენე პოლიტიკურმა ძალამ ორი მანდატი მიიღო. მესამე ადგილზე კი 8,96%-ით და ერთი მანდატით ლიეტუვის გლეხთა და მწვანეთა კავშირი გავიდა. თავისუფლების პარტიამ 7,93% მიიღო. დემოკრატთა კავშირმა „ლიუტუვის სახელისთვის“ კი 5,84% დააგროვა.