პოლონეთში, მესკოს იარაღის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 59 წლის მამაკაცი დაიღუპა. ქარხნის მენეჯერის, ელზბიეტა შრენიავსკას განცხადებით, აფეთქება იმ სარაკეტო საწვავის ცენტრში მოხდა, რომელიც ექსპლუატაციაში რამდენიმე წლის წინ შევიდა. მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს ცენტრში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ერთმა გასვლა მოასწრო, ერთი დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.