ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოეხმაურა. ო’ბრაიენი წერს, რომ აშშ-ი გმობს და არ აღიარებს ფიქტიურ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. “ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერს ო’ბრაიენი.