გაიზრდება თუ არა აშშ-ის მიერ დასანქცირებულ პირთა სია. ოპოზიციური პარტიებში ირწმუნებიან, რომ აშშ-ის შემდეგ, ქმედით ნაბიჯებზე ევროპარლამენტიც გადავა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორები „ქართულ ოცნებას" ანტიდასავლური რიტორიკის გამო პასუხს აუცილებლად მოსთხოვენ. ამავე დროს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ მორიგ სანქციებთან დაკავშირებით მმართველი პარტია სკეპტიკურადაა განწყობილი. მათივე განცხადებით, ისტორიაში არ არსებობს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებელი კანონის მიღების გამო დაესანქცირებინათ.