დღეს ბერლინი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. გერმანიაში უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფორუმი იხსენება, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწებიან. ფორუმში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელიც გერმანიაში უკვე ჩავიდა. როგორც ცნობილია ფორუმზე იმის შესახებ იმსჯელებენ, თუ როგორ აღმოუჩინონ უკრაინას დახმარება, რათა ქვეყანა გამოწვევას გაუმკლავდეს. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული მიმართვა მრგვალი მაგიდის ფორმატში, ხოლო შემდგომ იქნება ცალკე განცხადება, რომელსაც ის უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით გაავრცელებს. ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ევეროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ "X"-ზე გერმანელი ჟურნალისტის განცხადება გააზიარა, რომელშიც წერია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო კავშირებს კვლავ ეძებს.