2025 წლიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება. პარლამენტის ასიგნებების ზრდა დიდწილად დეპუტატთა ხელფასების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, პარლამენტის დაფინანსება "საკანონმდებლო საქმიანობის" ნაწილში 71 მილიონ 801 ათასი ლარით არის განსაზღვრული. დაგეგმილი ცვლილებებით კი, 2025 წლიდან 87 მილიონ ლარზე მეტი იქნება. საბიუჯეტო ასიგნებების ზრდას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მხარი უკვე დაუჭირეს. პროექტის თანახმად, შრომის ანაზღაურების მუხლი 43.7 მლნ ლარით განისაზღვრა,
საქონლისა და მომსახურების მუხლი 30.3 მლნ ლარს შეადგენს,
„სხვა ხარჯების“ მუხლში თანხა 3.28 მლნ ლარს შეადგენს.