"სირცხვილიას" წევრ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ-გავრცელებული ინფორმაციით ბერძენიშვილს სამი პირი ზურგიდან მიეპარა და ფიზიკურად გაუსწორდა. აქტივისტი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მას ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება. მმართველ გუნდში ამბობენ რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს სიძულვილის და ზიზღის კამპანია, რომელშიც მათი თქმით ჩართულები არიან რადიკალური ძალები. ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ , რომ ეს არის ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობა და ქართული ოცნება ცდილობს დააშინოს ყველა ვინც მათ წინააღმდეგ ხმას ამოიღებს.