დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ოპოზიციის ინფორმაციით, კანონის მიღების შემთხვევაში საპენსიო თანხებს არა ექსპერტთა ჯგუფი არამედ საქართველოს მთავრობა განკარგავს. ხელისუფლების ოპონენტები მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. ოპოზიციის ბრალდებებს მმართველ გუნდში უარყოფენ, თუმცა კანონში ცვლილებებს ადასტურებენ. საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს ,,ლელოში".