საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის პლენარული სხდომა რიგით მესამე მცდელობაზე გაიხსნა. რეგისტრაციის დროს ტაბლოზე 77 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა.სხდომის განახლების შემდეგ დეპუტატებმა ტრადიციული პოლიტიკური დებატები გამართეს. აღსანიშნავია რომ დარბაზში მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შალვა პაპუაშვილის მისამართით არაერთი კრიტიკული განცხადება გააჟღერეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აშშ- ს მხრიდან დაწესებულ სანქციებსა და ევროპარლამენტში გამართულ არჩევნებსაც გამოეხმაურნენ.