ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმასა და მსგავს ინციდენტებს, სახალხო დამცველი ეხმაურება. მომხდარზე ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები საგანგაშოა. ომბუდსმენის თქმით თითოეულ ძალადობრივ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი და სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. იოსელიანი განმარტავს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან სამოქალაქო სექტორისა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებები ძალადობის წახალისების არსებით საფრთხეებს შეიცავს.