შედგება თუ არა ოპოზიციურ პარტიათა კოალიცია და ვიხილავთ თუ არა საარჩევნო ასპარეზზე საერთო სიის თუ იდეების გარშემო გაერთიანებულ ხელისუფლების ოპონენტებს - საკითხზე პატიები მსჯელობენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები განმარტავენ რომ საერთო სიების ნაცვლად შესაძლოა ოპოზიციური პარტიები დასავლური იდეის გარშემო გაერთიანდნენ. ოპოზოციის ნაწილი ერთობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფნას არ მიესალმება, ნაწილი კი სხვადასხვა კომპრომისებზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან რომ მთავარი ამოცანა 20 24-ის ოქტომრის საპარალამენტო არჩევნებში ხელისუფლების ცვლილებაა. უმრავლესობა კი საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებულია. ამბობენ, რომ ოპოზიციის ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში გამარჯვება კვლავ ქართული ოცნების მხარესაა და ოპონენტები მორიგი მარცხისთვის არიან განწირულები. ამ საკითხს უფრო დეტალურად სალომე ჯაფარიძე გაგვაცნობს.