საქართველო პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, მერვედ ფინალში ესპანეთს 30 ივნისს დაუპირისპირდება. მორიგი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება. ამ ეტაპზე ესპანეთი B -ჯგუფში 9 ქულით ლიდერობს. გულშემატკივრები რთული და დაძაბული მატჩის მოლოდინში არიან. მიუხედავად იმისა რომ ესპანეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია, ქომაგები საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას არ გამორიცხავენ. ამბობენ რომ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა ქვეყანამ სანახაობრივი თამაშით ყველაზე მთავარი საქმე გააკეთა და ევროპას ამით მკაფიოდ უთხრა რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ყოფნას იმსახურებს.