უკვე მეორე დღეა რაც ევროკავშირის ლიდერების სამიტი ბრიუსელში მიმდინარეობს. ევროპის საბჭოს ასამბლეის წევრები საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურნენ. სამიტზე საქართველოს პრემიერ მინისტრიც იმყოფებოდა. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოება სანქციებს გამორიცხავს. განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ისინი ფიქრობენ რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირი სანქციებს ეტაპობრივად აამოქმედებს.