საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები . ასევე, სპეციალური ჯილდო გადაეცათ უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას და ილია თოფურიას, რომლებმაც საკუთარი საქმიანობით ხელი შეუწყეს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. ფორუმს ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.