პარიზის ცენტრში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. „როიტერის“ ცნობით, აქციას ასობით ადამიანი შეუერთდა. აქციაზე მყოფებს სიტყვით მიმართეს ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების წარმომადგენლებმა, ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა. საფრანგეთში 30 ივნისს და 7 ივლისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომლის ჩატარების გადაწყვეტილებაც პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტიამ, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ხმების 30%-ზე მეტი მიიღო, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია, „რენესანსმა“- 14.6%. მიმდინარე გამოკითხვების მიხედვით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მაღალი აქტივობაა მოსალოდნელი.