ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის, საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში დებატები გაიმართა. ბაიდენის თქმით, ტრამპი ერთადერთია, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა ჰქონდა. პარალელურად, საიმიგრაციო კრიზისზე წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ყველაზე უსაფრთხო საზღვარი ჰქონდათ ქვეყნის ისტორიაში და „ერთადერთი, რაც ჯო ბაიდენს უნდა გაეკეთებინა, მისი შენარჩუნება იყო“. ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ერთადერთი ტერორისტი, რომელიც საზღვრიდან შემოვიდა ტრამპის ადმინისტრაციის დროს, იყო ალ-ქაიდას მეთაური, რომელმაც სამი ამერიკელი სამხედრო მოკლა. პასუხად, ტრამპი ხაზს უსვამს, რომ საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით ბაიდენის გადაწყვეტილების გამო ხალხი იხოცება.