უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის ამ წუთებში იწყება. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი. ერთ მომხმარებელს ესპანეთისა და საქართველოს მატჩზე მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება. ბილეთების ფასი კატეგორიების მიხედვით 50-დან 500 ევრომდე მერყეობს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს 30 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.