ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველ წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს. პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს წუთებში ელოდებიან. წლიური ანგარიშის მიხედვით, პრემიერი ყურადღებას ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე, ეკონომიკურ პარამეტრებსა და ოკუპაციაზე გაამახვილებს. უკვე ცნობილია რომ სხდომა დღეს ნახევრადცარიელ დარბაზში წარიმართება, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია.