საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება. ბილეთების შეძენა ქომაგებს tkt.ge-ზე უკვე შეუძლიათ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 1 გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევროა. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგსა და მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს. ფრენებს ქართული ავიაკომპანიები: „ჯორჯიან ვინგსი“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებენ.