ირაკლი კობახიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას კიდევ ერთხელ ულოცავს. პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა მიდგომები ქართული ფეხბურთის მიმართ. მთავრობის მეთაურმა მადლობა საქართველოს ნაკრების მწვრთნელს და ქართველ გულშემატკივარსაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ გულშემატკივრის როლი საქართველოს ნაკრების წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.