პრემიერობის რანგში ირაკლი კობახიძე პარლამენტში პირველ წლიურ ანგარიშს წარადგენს. მან დოკუმენტის წარდგენა საქართველოს ნაკრების წარმატებაზე საუბრით დაიწყო და ბიძინა ივანიშვილს ფეხბურთელების მოტივაციიისთვის და გაღებული ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის მიერ დასავლურ სამყაროსთან მიღწეულ პროგრესსა და ჩინეთთან გაღრმავებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. პრემიერმა ქვეყანაში დაგეგმილი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმოიხილა. მისი თქმით, ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც 18 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი. საუბარი შეეხო ანაკლიის პორტის საკითხსაც. აღსანიშნავია რომ მოსმენა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს და შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიდან მხოლოდ უნგრეთის ელჩი ესწრება. კიდევ რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება პრემიერმა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრები უსმენენ, მერაბ პაპაშვილი გვეტყვის