საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტში საქართველო მონაწილეობას მიიღებს. უწყების ცნობით, ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. მინისტრი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.