თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის უფლების დაშვებას ითვალისწინებს, გარდა სამთვლიანი მოპედისა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე ქვეყანაში საუკეთესო პრაქტიკაა. კალაძის თქმით, აღნიშნულით საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო გამარტივდება მათი დანახვა, რაც მკვეთრად შეამცირებს საგზაო შემთხვევებს.