საერთაშორისო ორგანიზაცია Liberal International - ის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს. დელეგაცია არასამთავრებო ორგანიზაციის ნაწილს უკვე შეხვდა. დაგეგმილია დისკუსია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც. სასაუბრო თემებს შორისაა საქართველოში მიმდინარე პროცესები, უცხოური გავლენის გამჭრვივალობის შესახებ კანონი და მისი გავლენა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე.