აშშ-ის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ფართომასშტაბიანი ომი ახლოვდება. აშშ-ის დაზვერვის ანგარიშების თანახმად, ომი, სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში დაიწყება, თუ ისრაელი და „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. „პოლიტიკო“ დაზვერვაში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა და „ჰეზბოლამ“ საბრძოლო გეგმები შეიმუშავეს და დამატებითი იარაღის შეძენას ცდილობენ.