საქართველოს მთავრობის მეთაურმა პარლამენტში პრემიერის რანგში მისი ბოლო წლიური ანგარიში წარადგინა. ირაკლი კობახიძემ საკუთარ გამოსვალში მრავალ სხვა საკითხთან ერთად დიდ ეკონომიკურ პროექტებზე, ქვეყნის საგარეო კურსსა და ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენამ დღეს ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა.