საქართველო 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ცნობილია, ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. ფაქტი, რომ ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტში საქართველოც მიიწვიეს ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ ჩრფილოატლანტიკური ალიანსის წევრები საქართველოს, ქვეყნის მთავრობასთან არ აიგივებენ. ოპოზიციის განმარტებით საგარეო საქმეთა მინისტრის სამიტზე გამგზავრება სიმბოლური ნაბიჯია, რითიც ქართული ოცნება საკუთარი ამომრჩეველის მოტყუებას ცდილობს, თითქოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციითაა დაინტერესებული. ხელისუფლების ოპონენტები ალიანსის მხრიდან გადასადგმელ შესაძლო ნაბიჯებზეც საუბრობენ. მათი თქმით თუ კი ქართული ოცნება 2024 წლის არჩევნებს მასობრივად გააყალბებს, ნატოს წევრი სახელმწიფოები ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.