საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიში წარადგინა. ირაკლი კობახიძემ ძირითადი ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. მთავდობის მეთაურმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა წლიური ანგარიშის წარდგენას პარტია გირჩის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც კობახიძეს კონკრეტული კითხვები დაუსვეს. ოპოზიციური სპექტრი მთავრობის მეთაურის მიერ წარდგენილ ანგარიშში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. ამბობენ, რომ მთავრობის წევრები საქმიანობის შეჯამებისას ძირითად დროს არა თვით კრიტიკას, არამედ საკუთარი თავის ქებას უთმობენ.