საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 4 ივლისს დაიწყებს. ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, საბჭომ პირველი სხდომა გამართა. პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან საბჭო ინდივიდუალურ გასაუბრებას ჩაატარებს. პროცესის ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფისთვის, პროცესი ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა. საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ კანდიდატებად წარმოდგენილ პირებს კენჭსფარული წესით უყრის და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს შეარჩევს.